გალერეა
შპს "პოულტრი ჯორჯია", იგივე კომპანია "კოდა" 2002 წელს დაარსდა.
ჩვენი კომპანია 10 წელზე მეტია აწარმოებს როგორც სუფრის კვერცხს, ასევე ქათმის ხორცპროდუქტებს, მათ შორის გაყინულ და ნედლ ქათამს, დანაწევრებულ ქათმის ნაწილებს: ფრთა, კუჭი, ღვიძლი, ბარკალი, ფილე,. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის აბსოლიტურად ქართული პროდუქტი.
სასურსათო კვერცხის და ქათმის ხორცპროდუქტების წარმოებისას მნიშვნელოვანია მათი შენახვის ყველა აუცილებელი პარამეტრის დაცვა. კომპანია ამ მოთხოვნებსაც ზედმიწევნით იცავს და საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სამაცივრე მეურნეობით.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ამიტომ საწარმოში გვაქვს უახლესი სტანდარტების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორია,
ბაზარზე გამოსვლიდან ძალიან მოკლე ხანში შეძლო "კოდამ" მოეპოვებინა მომხმარებელთა ნდობა და აღიარება. დრომ და მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარობა გარანტირებულად მაღალი ხარისხის, მოქნილი და ოპერატიული მენეჯმენტის დამსახურებაა. "კოდას" წარმოებულ ქათმის ხორცპროდუქტებს და სუფრის კვერცხს ყოველდღიურად საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიხმარს.