• Главная
  • Новости
  • ISO- სერტიფიკატი 2016 (RU)

ISO- სერტიფიკატის ფლობა ბრენდის პრესტიჟსა და სანდოობაზე მეტყველებს.

ISO არის არა წარსულის შეფასება ან ჯილდო დამსახურებისთვის, არამედ სამომავლოდ გაცემული სერტიფიკატი.. ISO სერტიფიკატი არის, ერთის მხრივ, დიდი დაფასება და, მეორეს მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ხარისხის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს _ ყოველწლიურად ხორციელდება როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმება _ აუდიტორები პერიოდულად სტუმრობენ კომპანია „კოდას“ და ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება კომპანიის მუშაობა დადგენილ სტანდარტებს. .გუშინ დასრულდა აუდიტირების პროცესი, უნდა აღვნიშნო, რომ ამ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი. დღეს შეგვიძლია კიდევ ერთხელ, დასაბუთებულად დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ყველა პროცესი, რაც ხორციელდება კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
მთავარი ჩვენთვის კვლავაც მომხმარებლის ინტერესებია და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, რადგან თუ მომხმარებელი არ გახლავთ კმაყოფილი, ISO სერტიფიკატზე საუბარიც ზედმეტია. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის უსაფრთხო ქათმის ხორცპროდუქტები და კვერცხი, რადგან ჩვენთან პროფესიონალიზმი და მაღალი ხარისხი პრიორიტეტი გახლავთ. ამ დამოკიდებულებისა და პრინციპების ერთგულება კი, კიდევ ერთხელ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა...
„კოდა“გისურვებთ ჯანსაღ დღეს კოდას უსაფრთხო პროდუქტთა
ნ ერთად!