• მთავარი
  • პროდუქცია
  • კვერცხი - ანტიოქსიდანტების უნივერსალური წყარო

ალბერტის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოსაგან დაცვა, წერს Nutrition Horizon.
მეცნიერებმა შეისწავლეს ქათმის კვერცხის გულის შემადგენლობა. აღმოჩნდა, რომ ის შეიცავს ორი ამინომჟავას - ტრიპტოფანს და თიროზინს, რომლებსაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები. სპეციალისტების გამოთვლებით, ორი უმი კვერცხის გული ანტიოქსიდანტური მაჩვენებლების მიხედვით თითქმის ორჯერ აღემატება ვაშლს და შეესაბამება 25 გ შტოშს.
კვერცხის შეწვის ან მოხარშვის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მცირდება დაახლოებით 50%-ით. მიკროტალღური ღუმელის პირობებში მომზადებისას - უფრო მეტად. დღეისათვის მეცნიერები ცდილობენ კვერცხში შემავალი ანტიოქსიდანტების გამოყოფას. მათი ინტერესის საგანია კაროტენოიდები, რომლებიც ყვითელ ფერს ანიჭებენ კვერცხის გულს და პეპტიდები.
უნდა ითქვას, რომ უფრო ადრე ჩატარებული კვლევების დროს ნაჩვენები იყო, რომ კვერცხის პროტეინები ფერმენტების ზემოქმედებით გარდაიქმნებიან კუჭში და წვრილ ნაწლავში და იწვევენ პეპტიდების გამომუშავებას, რომლებიც მოქმედებენ ისევე, როგორც სისხლის წნევის დამაქვეითებელი საშუალებები. მეცნიერების სიტყვებით, ამ პეპეტიდებს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები.

კმაყოფილი ხართ თუ არა ჩვენი პროდუქციით?
კმაყოფილი ვარ
კარგია
არ ვარ კმაყოფილი