• მთავარი
  • პროდუქცია
  • რეცეპტი

მასალა:
10 ცალი კვერცხის ნაჭუჭი, ჟელატინი – 20 გრ., ქათმის ბულიონი – 1,5-2 ჭიქა, ლორი – 150-200 გრ., დაკონსერვებული სიმინდის მარცვალი ან მწვანე ბარდა – 0,5 ქილა, ბულგარული წიწაკა – 1-2 ცალი, ოხრახუში.

მომზადება:
მოვხარშოთ ქათმის ბულიონი, დავუმატოთ მარილი. ჟელატინი ჩავალბოთ გაციებულ ბულიონში, გავაჩეროთ 1 – 2 საათი გაღვივებამდე. დავდგათ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გადნება (არ უნდა ადუღდეს). კვერცხი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, ძირი გავუხვრიტოთ დანის წვერით 1,5 – 2 სანტიმეტრამდე. შიგთავსი (ცილა და გული) გამოვადინოთ. ცარიელი კვერცხის ნაჭუჭები გავრეცხოთ საპნიან–სოდიან ხსნარში და გავავლოთ გამდინარე წყალში. კვერცხის ნაჭუჭთან უფრო მოხერხებულად რომ ვიმუშაოთ, ჩავდოთ სპეციალურ კვერცხის ფორმაში. ლორი დავჭრათ ნაჭრებად, მწვანე ბარდა ან სიმინდის მარცვლები გავწუროთ. ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბებად (უფრო ლამაზი გამოვა თუ წიწაკები სხვადასხვა ფერის იქნება). კვერცხის ნაჭუჭის ფსკერზე დავდოთ ბულგარული წიწაკის ნაჭრები და მწვანილის ფოთლები. ზემოდან რიგრიგობით მოვათავსოთ ლორი, სიმინდის მარცვლები, წიწაკა, მწვანილის ფოთლები და ამგვარად ამოვავსოთ კვერცხის ნაჭუჭის თავისუფალი სივრცე. დავასხათ ბულიონი – მასში გამდნარი ჟელატინით. კვერცხები დავდგათ გრილ ადგილას და ვაცალოთ შესქელება. სუფრასთან მიტანამდე კვერცხის შიგთავსს მოვაცილოთ ნაჭუჭი და გადმოვიღოთ თეფშზე. “კვერცხი ფაბერჟე” ასევე შეგვიძლია მოვამზადოთ საქონლის ენისგან ან ქათმის ხორცისგან.

კმაყოფილი ხართ თუ არა ჩვენი პროდუქციით?
კმაყოფილი ვარ
5009
კარგია
264
არ ვარ კმაყოფილი
189