• მთავარი
  • წარმოება
  • ხარისხი

მზა პროდუქტი, მისი დამზადება-მიწოდების პროცესი შეესაბამება ადგილობრივი ტექნიკურ ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით წინასწარ შემუშავებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური რუკების მოთხოვნებს.
კომპანიის მიერ გამოყენებული სტანდარტები და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული შიდა დოკუმენტების ორიგინალები ინახება ხარისხის სამსახურში.
მზა ნაწარმის სპეციფიკაცია შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, ნორმებს, გოსტებს პროდუქტის მიმართ და დამტკიცებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ.
მზა პროდუქტის ხარისხი პერიოდულად მოწმდება საერთაშორისი სტანდარტების მქონე კომპანიის მიკრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში (რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში) ამის შემდგომ შემოწმებას გადის თანამედროვე აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

შპს "პოულტრი ჯორჯიას" ხელმძღვანელობამ შეიმუშავა, დანერგა და ინარჩუნებს მუშა მდგომარეობაში პოლიტიკას ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სფეროში (შემდგომში _ “პოლიტიკა”), რომელიც შეესაბამება კომპანიის მიზნებს და მიმართულია დანერგილი ინტეგრირებული სისტემის ეფექტურობის მუდმივ ამაღლებაზე.
ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკა შეესაბამება ადგილობრივ სახელმწიფო მოთხოვნებს პროდუქტის ხარისხის და უვნებლობის სფეროში.
პოლიტიკაში ასახული კომპანიის ფილოსოფია და სტრატეგია გაცნობიერებული აქვს ყველა დონის პერსონალს.
კომპანიის პოლიტიკა გამიზნულია საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო ნორმების, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, წარმოადგენს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სფეროში მიზნების დასახვის და არსებული სისტემების ანალიზის საფუძველს.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოქმედების სფეროს, კომპანიის შიდა, ან გარე პირობების ცვლილების შემთხვევაში უმაღლესი ხელმძღვანელობა გადასინჯავს პოლიტიკას მის შესაბამისობასა და აქტუალურობაზე.
პოლიტიკა დაიყვანება ყველა თანამშრომლის ცნობიერებამდე თათბირებზე, საინფორმაციო დაფის, ელ-ფოსტის და სხვა საშუალებებით.
პოლიტიკის მოთხოვნების შესრულებაში მონაწილეობას ღებულობს ყველა თანამშრომელი.
პოლიტიკაში მოცემული დებულებების შესრულების ეფექტურობის თვალისდევნება ხდება შიდა აუდიტების, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, HACCP- ის სისტემის ანალიზის დროს.

კმაყოფილი ხართ თუ არა ჩვენი პროდუქციით?
კმაყოფილი ვარ
კარგია
არ ვარ კმაყოფილი