• მთავარი
  • წარმოება
  • ინკუბატორი


წარმოება ბროილერის ფრინველის ინკუბაციისათვის კვერცხს შეისყიდის სპეციფიკური მოთხოვნის შესაბამისად:
წარმოებაში შემოსული საინკუბაციო კვერცხის პარტიას უნდა ახლდეს ხარისხის და უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ვეტერინარული მოწმობა.
ინკუბატორში მოთავსების წინ კვერცხი მოწმდება წარმოების ვეტ-ექიმის მიერ.
საინკუბაციო კვერცხის მახასიათებლებია:
• წონა - 60-68 გრ,
• ასაკი - არა უმეტეს 6 დღისა.
კვერცხი არ უნდა იყოს:
• ჭუჭყიანი,
• დეფორმირებული,
• მრგვალი ფორმის,
• ხაოიანი ზედაპირის მქონე,
• გაბზარული,
• გადიდებული, ან გადახრილი საჰაერო კამერით,
• პრიალანაჭუჭიანი.
ინკუბატორის, წიწილების გადასაყვანი ყუთების და კვერცხის ჩასაწყობი თაროების გარეცხვა-დასუფთავებისთვის გამოიყენება კერხერის დანადგარი და დასასუფთავებელი აგენტი, ხოლო დეზინფექციისთვის გამოიყენება ფორმალდეჰიდი და კალიუმის პერმანგანატი საინკუბაციო კარადაში კვერცხი ყოვნდება 18 დღე. მე-19 დღეს ხდება გადატანა საჩეკ კარადაში. მე-20 დღეს სინესტე იზრდება 70%-მდე, ხოლო 21-ე დღეს ფარდობითი ტენიანობა მცირდება 55%-მდე. 21-ე დღეს იჩეკება წიწილა, შრება და ქაღალდჩაფენილი სუფთა ყუთებით მიეწოდება საბროილერო საამქროში.
კვერცხი და წიწილი საჭირო პერიოდულობით მოწმდება წარმოების ვეტ-ექიმის მიერ ნარჩენი ნაჭუჭის და დაცემული წიწილის გატანა ხდება თავმოკრული პოლიეთილენის პარკებით სპეციალური ტრანსპორტის გამოყენებით.


კმაყოფილი ხართ თუ არა ჩვენი პროდუქციით?
კმაყოფილი ვარ
2242
კარგია
127
არ ვარ კმაყოფილი
128