• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ვაკანსია

ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი კომპანიის პერსონალი. ამიტომ, ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანაა:
- შესაბამისი კადრების შერჩევა, რათა უზრუნველვყოთ კვალიფიკაციის მაღალი დონე;
- კომპანიის მიზნების, მათ შორის ხარისხის და სურსათის უვნებლობის სფეროში მიზნების მისაღწევად თანამშრომლების ორიენტირება და მოტივაცია;
- თანამშრომლების გაცნობიერების ხელის შეწყობა ხარისხისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში;
- პერსონალის განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
- ხელსაყრელი სამუშაო გარემოს და კორპორატიული წესრიგის შექმნა თანამშრომლების გუნდში.
პერსონალის მოთხოვნა ხორციელდება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ წერილობითი განაცხადით, სადაც ფორმულირდება მოთხოვნები საჭირო კვალიფიკაციისადმი და მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ.
.
სამუშაოს მაძიებელი ავსებს რეზიუმეს ფორმას, რომლის მეშვეობითაც იძლევა ყველა აუცილებელ ინფორმაციას. კანდიდატი გადის გასაუბრების და ტესტირების ეტაპებს,.
გასაუბრების შემდეგ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ღებულობს გადაწყვეტილებას თანამშრომლის გამოსაცდელი ვადით მიღების შესახებ, Mმხოლოდ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ.
აუცილებელია სანიტარიულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის საკითხების მინიმუმის სწავლების ჩატარება იმ პირებისათვის, ვინც გათვალისწინებულნი არიან ისეთ პოზიციაზე სამუშაოდ, სადაც ხდება პროდუქტთან უშუალო (პირდაპირი) კონტაქტი. ახლად მიღებულ თანამშრომელს უტარდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი და სანიტარული მინიმუმის სწავლება. გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახლად მიღებულ თანამშრომელს პერიოდულად ამოწმებს უშუალო ხელმძღვანელი.
იმ პრეტენდენტის რეზიუმე, რომელმაც ვერ გაიარა გასაუბრება, მაგრამ საინტერესოა ჩვენი კომპანიისათვის, ინახება ცალკე მონაცემთა ბაზაში მისი მოზიდვის მიზნით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოაცხადებს ახალ ვაკანსიას.
ძირითად წინაპირობას ახალი თანამშრომლის შესარჩევად წარმოადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია თანამდებობრივ და სტანდარტულ სამუშაო ინსტრუქციებში.
ახალი თანამშრომლის შერჩევისას გაითვალისწინება შემდეგი ფაქტორები:
• კვალიფიკაციის დონე კომპანიის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
• სამუშაოს მაძიებლის გასული საქმიანობიდან მიღებული გამოცდილება და უნარ-ჩვევები;
• ხარისხის და უვნებლობის საკითხებისადმი შეგნებული მიდგომა (შესაბამის პოზიციაზე);
• ჯანმრთელობის მდგომარეობა;
• მზადყოფნა მუდმივი განვითარებისა და განათლების მიღებისათვის;
• გუნდური მუშაობის შესაძლებლობა;
• ხარისხობრივი თვისებები (მიზანშეწონილობა);
• ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის ამტანობა;
• თვითმოტივაცია.

ვაკანსია:

შპს "კოდას"ჯიხურების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-გამყიდველის თანამდებობაზე!!!

ანაზღაურება: 300 ლარი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 19-იდან ზემოთ
** დახვეწილი მეტყველება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორიენტირებული გაყიდვებზე
** პუნქტუალურობა, დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა
** სხარტი აზროვნება და სწრაფი მომსახურება
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პრეზენტაბელური
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

შესასრულებელი მოვალეობები:

** ჯიხურის მოწესრიგება
** კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა
** კლიენტის სწრაფი, ეფექტური, თავაზიანი და კეთილგანწყობილი მომსახურება
** ჯიხურში მიღებული პროდუქციის დასაწყობება და თაროებზე განთავსება
** თაროებზე განთავსებული პროდუქციის ფასდებულების განახლება და კონტროლი
** სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება
** მომხმარებლის მოთხოვნების შესწავლა და რეპორტინგი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი ლილოს დასახლება.მეფრინველეობის ქუჩა#1. ტელეფონი:577 04 71 51. ელ-ფოსტა: vbeshkenadze60@gmail.com

კმაყოფილი ხართ თუ არა ჩვენი პროდუქციით?
კმაყოფილი ვარ
2242
კარგია
127
არ ვარ კმაყოფილი
128