• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • მისია

ორგანიზაციის მისია

შ.პ.ს “ პოულტრი ჯორჯია”-ას მისიას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სანდო და მაღალი იმიჯის მქონე უვნებელი და მაღალი ხარისხის ფრინველის ხორცის და კვერცხის პროდუქტების წარმოება და მიწოდება, საკანონმდებლო რეგლამენტის მოთხოვნების, მომხმარებელთა, თანამშრომელთა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

პოლიტიკა ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სფეროში.

კომპანიის ზოგადი მიზანია მომხმარებელთან და პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება .

ამ მიზნის მისაღწევად საჭირო პროცესების მუდმივი გაუმჯობესება წარმოადგენს მთლიანობაში ჩვენი კომპანიის და ცალკეული თანამშრომლის ძირითად ფასეულობას.

აღნიშნულის განსახორციელებლად ძირითადი მიმართულებებია:

  • მომხამრებელთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება,რათა სათანადოდ იქნეს შესწავლილი მათი მოთხოვნები და მოლოდინი.
  • მომხმარებლისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის შესაძლებლობების, წარმატებების და საშუალებების შესახებ.
  • ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სისტემის მუდმივი გამჯობესება.
  • ორგანიზაციის საქმიანობის სრულყოფის მიზნით პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.
  • სურსათის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, მომზადებისა და მომსახურების პროცესების ყველა ეტაპზე.
  • პროდუქციის ხარისხის ,უვნებლობის და მომსახურების დონის ასამაღლებლად სამუშაოების მიზანმიმართულად წარმართვა, პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროულად გადაჭრა.
  • მუდმივი კვლევების წარმოება , წარმოებული პროდუქციის გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი,დასახული მიზნების დროული მიღწევა.
  • მომხმარებლის რეკლამაციებისადმი ყურადღება და წარმოქმნილი პრობლემის მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვეტა.
  • მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდის ჩამოყალიბება,ზრუნვა მათ სწავლებაზე და პროფესიონალიზმის მუდმივ ამაღლებაზე.
  • ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა, მოტივაციის ამაღლების მიზნით .

კმაყოფილი ხართ თუ არა ჩვენი პროდუქციით?
კმაყოფილი ვარ
5085
კარგია
267
არ ვარ კმაყოფილი
190